ქალაქური - INFOMan.Ge ღამის კლუბები თბილისში, საქართველო

ajax loading

ქალაქური

ქალაქური - ფოტოგალერეა

ქალაქური - საკონტაქტო ინფორმაცია

დასახელება: ქალაქური
კატეგორია: ღამის კლუბები
მისამართი: თბილისი, შავთელის, 13
ტელეფონი: ქალაქური - ტელეფონი +995 32 299 66 83
საიტი:

ქალაქური - რუკა მდებარეობა

რუკა

ქალაქური, კლუბი ქალაქური თბილისში. Club-restaurant kalakuri in Tbilisi. Get full information about kalakuri.restorani qalaquri,რესტორანი ქალაქური.

X

ქალაქური - ინფორმაცია

ინფორმაცია

"ქალაქური" 2006 წელს გაიხსნა. ის ძველი თბილისის ისტორიულ ადგილას მდებარეობს და სამ სართულზე განთავსებულ, ერთმანეთისგან განსხვავებულ კომპლექსური ტიპის რესტორანს წარმოადგენს. აქ მოსულ სტუმარს შესაძლებლობა ეძლევა მრავალფეროვნად გაატაროს დრო და მიირთვას ქართული, ევროპული და აზიური სამზარეულოს საუკეთესო კერძები. 

კლუბი 
"ქალაქურის" პირველ სართულზე განთავსებულია კლუბი 120 პერსონაზე. ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით კლუბის სტუმარს შესაძლებლობა ექნება დაესწროს განსხვავებულ მუსიკალურ შოუ-პროგრამებს.
მათთვის კი, ვისაც სურვილი აქვს უფრო მშვიდ გარემოში განმარტოვდეს და დაისვენოს, კლუბში გათვალისწინებულია მყუდრო ადგილი, ე.წ. "chillout" 20 პერსონაზე. 

კლუბი გელით ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით:
23:00 სთ-დან - 03:00 სთ-მდე. 

რესტორანი 
"ქალაქურის" მეორე სართულზე განთავსებულია კლასიკური, თანამედროვე ტიპის რესტორანი ქართული და ევროპული სამზარეულოს დიდი არჩევანით, ძირითადი დარბაზი გათვლილია 100 პერსონაზე, 3 ვიპ - კუპე - 6, 12 და 25 პერსონაზე, ხოლო ღია ტერასა, რომელიც მტკვარსა და ძველ თბილისს გადმოჰყურებს - 50 პერსონაზე.
რესტორანში ყოველ საღამოს სხვადასხვა მუსიკალური პროგრამაა წარმოდგენილი. სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ, ცოცხალი ბენდის თანხლებით, მოისმინონ რუსული და ქართული რომანსები, ფრანგული შანსონები, პოპულალური ინგლისურენოვანი სიმღერები, ჯაზ-ბენდის ინსტრუმენტალური და ვოკალური კომპოზიციები. 

რესტორანი მუშაობს ყოველდღე: 12:00 სთ-დან - 24:00სთ-მდე;
სამზარეულოს მუშაობს: 12:00 სთ-დან - 23. 30სთ-მდე;
მუსიკალური პროგრამა: 20:00 სთ-დან - 23:00 სთ-მდე; 

ლაუნჯ-ბარი და აზიური ტერასა 
"ქალაქურის" მესამე სართულზე განთავსებულია ლაუნჯ-ბარი და აზიური ტერასა.
თანამედროვე ინტერიერის ლაუნჯ-ბარი, რომელიც ინტიმურ გარემოს უქმნის სტუმარს, გათვლილია 80 - 99 პერსონაზე. ლაუნჯ-ბარი საუკეთესო ადგილია - მეგობრების წრეში მშვიდად გაატაროთ დრო და თავს მისცეთ მოდუნებისა და რელაქსაციის საშუალება.
ამავე სართულზე მდებარეობს აზიური ტერასა 60-65 პერსონაზე, რომელიც სრულიად განსხვავებულ, სპარსულ სტილშია გაფორმებული, ძველი თბილისის საუკეთესო პანორამული ხედებით.
ისტორიული თბილისის ხედებისა და ტერასის აზიური დიზაინის სინთეზი, აზიური მუსიკის ფონზე მორთმეული მრავალფეროვანი აღმოსავლური კერძები, ცეცხლოვანი მუცლის ცეკვები და, რა თქმა უნდა, ნარგილე - ყველაფერი ეს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს სტუმრებზე.
იგრძენით თავი ნამდვილ აღმოსავლეთში. 

ლაუნჯ-ბარი და აზიური ტერასა მუშაობს ყოველდღე:
17:00 სთ-დან - 03:00სთ-მდე;
სამზარეულო მუშაობს: 17:00 სთ-დან - 02.30სთ-მდე;
მუცლის ცეკვები ხუთშაბათიდან შაბათის ჩათვლით. 

ამას გარდა, "ქალაქური" გთავაზობთ აგრეთვე სადღესასწაულო წვეულებების, ბანკეტებისა და ფურშეტების მომსახურებას, ქეითერინგის სერვისს. 

ქალაქური - კომენტარები

კომენტარები

მსგავსი ორგანიზაციები

- კომენტარები

მსგავსი ობიექტები