სკოლა 21 საუკუნე - INFOMan.Ge კერძო სკოლები თბილისში, საქართველო

ajax loading

სკოლა 21 საუკუნე

სკოლა 21 საუკუნე - ფოტოგალერეა

სკოლა 21 საუკუნე - საკონტაქტო ინფორმაცია

დასახელება: სკოლა 21 საუკუნე
კატეგორია: კერძო სკოლები
მისამართი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ., 7
ტელეფონი: სკოლა 21 საუკუნე - ტელეფონი +995 32 2 30 90 65
ფაქსი: სკოლა 21 საუკუნე - ფაქსი +995 32 2 30 90 65
ელ-ფოსტა: სკოლა 21 საუკუნე - ელ-ფოსტა info@21saukune.ge
საიტი:

სკოლა 21 საუკუნე - რუკა მდებარეობა

რუკა

სკოლა 21 საუკუნე / 21 Saukune თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე. იხილეთ სკოლის მდებარეობა რუკაზე და მიიღეთ ინფორმაცია სკოლაში მიღებისა და სწავლის პროცესის შესახებ.

X

სკოლა 21 საუკუნე - ინფორმაცია

ინფორმაცია

„სკოლა XXI სა უკუნე“ ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლაა, სადაც 6–დან 18 წლამდე ასაკის 400–მდე მოსწავლე, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის განათლებას ეზიარება და XXI საუკუნის ღირსეულ მოქალაქედ ყალიბდება.
ჩვენი სკოლის ისტორია არსებობის 10 წელს ითვლის და მჭიდროდაა დაკავშირებული თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის 53–ე საშუალო სკოლასთან, რომელიც ათწლეულების მანძილზე ჩვენი ქვეყნის წარმატებული სასწავლო დაწესებულების სახელს ინარჩუნებდა.

მიღება სკოლაში "21 საუკუნე"

როდესაც შვილის სკოლაში წაყვანის დრო დგება, მშობლებს ხშირად ბევრი შეკითხვა უჩნდებათ. სკოლა ხომ ის ადგილია, სადაც ბავშვი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის პირველ ნაბიჯებს დგამს, ხვდება სრულიად ახალ გარემოში, იძენს ახალ ცოდნას და გამოცდილებას.
სასწავლო წლის დაწყებამდე ეწყობა პრეზენტაცია, სადაც პირველკლასელთა მშობლებს
 საშუალება ეძლევათ შეხვდნენ და გაეცნონ კლასის დამრიგებელს, პედაგოგებს, ფსიქოლოგებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. მიიღონ  დაწვრილებითი ინფორმაცია სასწავლო პროგრამების, შეფასების სისტემის, სკოლის ფსიქოლოგიური სამსახურის მუშაობის, სკოლის სტრუქტურის და სხვა, მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, გამოთქვან საკუთარი
მოსაზრებები და რეკომენდაციები.

სკოლაში მიღების წესი:

  • მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარეობს 1 ოქტომბრიდან 20 მაისამდესკოლის კანცელარიაში.
  • პირველ   კლასში  მიიღებიან  ბავშვები,   რომლებსაც 6  წელი უსრულდებათ შესაბამისი სასწავლო  წლის  განმავლობაში.
  • მოსწავლეთა ჩარიცხვა ხდება ტესტირების საფუძველზე, რომლის შედეგად  მშობლებს  მიეცემათ  სათანადო   რეკომენდაცია.
  • სწავლის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს სრულად, მიმდინარე წლის 1 ივნისამდე, სკოლასა და მშობელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.


სკოლა 21 საუკუნე - კომენტარები

კომენტარები

მსგავსი ორგანიზაციები

- კომენტარები

მსგავსი ობიექტები