სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - INFOMan.Ge უნივერსიტეტები თბილისში, საქართველო

ajax loading

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ფოტოგალერეა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - საკონტაქტო ინფორმაცია

დასახელება: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
კატეგორია: უნივერსიტეტები
მისამართი: თბილისი, პოლიტკოვსკაიას (ჯიქია), 9
ტელეფონი: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ტელეფონი +995 32 2 54 16 74
ელ-ფოსტა: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ელ-ფოსტა info@sou.edu.ge
საიტი:

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - რუკა მდებარეობა

რუკა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. Soxumis saxelmwipo universiteti. სოხუმის უნივერსიტეტი თბილისში მდებარეობს ჯიქიას #9-ში. იხილეთ უნივერსიტეტის საკონტაქტო ინფორმაცია და მდებარეობა რუკაზე.

X

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ინფორმაცია

ინფორმაცია

სოხუმის უნივერსიტეტის ისტორია სათავეს იღებს 1932 წლის 7 თებერვალს, როდესაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ქ. სოხუმში პედაგოგიური ინსტიტუტი დაარსდა. თავდაპირველად, სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში ორი კათედრა არსებობდა, რომლებიც, ძირითადად, პედაგოგიური კადრებს ამზადებდა. შემდგომ წლებში ინსტიტუტს სხვა სპეციალობებიც დაემატა და 1960-იანი წლების დასაწყისისთვის პედაგოგიური ინსტიტუტი იქცა წამყვან საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრად, სადაც სასწავლო პროცესი ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე წარმოებდა. 1979 წელს სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი ჩამოყალიბდა როგორც აფხაზეთის (სოხუმის) უნივერსიტეტი.

1989 წლის ცნობილი პოლიტიკური მოვლენების შემდეგ, აფხაზეთის (სოხუმის) უნივერსიტეტს გამოეყო ქართული ნაწილი, რომელიც აფხაზეთის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა უმრავლესობას აერთიანებდა. 1989 წლის 14 მაისს უნივერსიტეტის ქართული ნაწილის ბაზაზე ჩამოყალიბდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, რომელმაც 1993 წლიდან ქ. თბილისში გააგრძელა ფუნქციონირება.
2007 წლის 31 ივლისს საქართველოს მთავრობის დადგენილებით თსუ სოხუმის ფილიალის ბაზაზე დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოხუმის უნივერსიტეტი. 2008 წლის 4 იანვარს უნივერსიტეტმა მიიღო საგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების სახელმწიფო ლიცენზია, ხოლო 2008 წლის 8 იანვარს - სახელმწიფო აკრედიტაცია (5 წლის ვადით).

საქართველოს მთავრობამ 2008 წლის 10 დეკემბერს №239 დადგენილებით ცვლილება შეიტანა მთავრობის 2007 წლის №160 დადგენილებაში. დადგენილების თანხმად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სოხუმის უნივერსიტეტს ეწოდა " საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი."
ამჟამად სოხუმის უნივერსიტეტში სწავლება მიმდინარეობს შვიდ ფაკულტეტზე:

  • იურიდიული ფაკულტეტი
  • ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
  • განათლების ფაკულტეტი
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
  • სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათ ფაკულტეტი
  • მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - კომენტარები

კომენტარები

მსგავსი ორგანიზაციები

- კომენტარები

მსგავსი ობიექტები