კარაოკე ბარი სსსრ (CCCP) - INFOMan.Ge კაფე ბარები თბილისში, საქართველო

ajax loading

კარაოკე ბარი სსსრ (CCCP)

კარაოკე ბარი სსსრ (CCCP) - ფოტოგალერეა

კარაოკე ბარი სსსრ (CCCP) - საკონტაქტო ინფორმაცია

დასახელება: კარაოკე ბარი სსსრ (CCCP)
კატეგორია: კაფე ბარები
მისამართი: თბილისი, ქიაჩელის ქ. 28
ტელეფონი: კარაოკე ბარი სსსრ (CCCP) - ტელეფონი +995 558 55 08 88; +995 32 298 69 88, +995 55
ბმული:

კარაოკე ბარი სსსრ (CCCP) - რუკა მდებარეობა

რუკა

კაფე ბარი კარაოკე ბარი სსსრ (CCCP) თბილისში/tbilisshi, იპოვეთ კაფე ბარ კარაოკე ბარი სსსრ (CCCP)-ს მდებარეობა თბილისის რუკაზე მიიღეთ ინფორმაცია ფასების შესახებ. ერთ-ერთი საუკეთესო კაფე ბარი თბილისში. თბილისის კაფე ბარები.

X

კარაოკე ბარი სსსრ (CCCP) - ინფორმაცია

ინფორმაცია

კომენტარის გარეშეთქო, ვიტყოდი, მაგრამ უნდა დავწერო მაინც რამოდენიმე სიტყვა, იმიტომ რომ ძალიან მინდა შენც მოხვიდე და ისიამოვნო. სათაურმა არ შეგაშინოს, აქ ნამდვილად არ მისტირიან კომუნიზმს. კაფე ორი ძირითადი დარბაზისგან შედგება. პირველი ბარის დარბაზია, ხის მრგვალი მაგიდებით და სკამებით, აი ისეთი, ალბათ ულიანოვს რომ ედგა კაბინეტში. კედლებს ამშვენებს, ჩარჩოში ჩასმული ძველი რუსული მარკები და მანეთები, წითელ ნაჭერზე გამოსახული ლენინი წარწერით "Коллектив комунистического труда", ნამდვილად უხდება აქაურობას. მე კი მოვესწარი ასეთებს, მაგრამ ახლა, ასე თუ გამახარებდა ამათი დანახვა, ვერ ვიფიქრებდი. ბარმენი, რომელსაც აცვია მაიკა წარწერით CCCP, და რომელიც ფლობს პირველ ადგილს 2006 წელს ჩატარებულ ბარმენების კონკურსში, დაგიმზადებს უგემრიელეს და მრავალფეროვან კოქტეილებს (მოხიტოს კოქტეილები, ფრეშის დიდი არჩევანი). მფლობელები ირწმუნებიან, რომ ყველაზე გემრიელი კოქტეილები აქ მზადდება. მე უკვე დავრწმუნდი ამაში, ახლა შენი დროა. ბარის დარბაზის უკან, კიდევ ერთი დიდი დარბაზია, ტყავის კომფორტული დივან-სავარძლებით. ბარში ყველაფერია იმისთვის, რომ მოგაგონდეთ საბჭოთა კავშირი, ხრუშოვის ფეხსაცმელების ფოტოდან დაწყებული, მეორე მსოფლიო ომის მაკეტოთ დამთავრებული. მენიუ მრავალფეროვანია, რაც გამოცდილი შეფ-პოვარის დამსახურებაა, რომელიც 12 წელი მოღვაწეობდა რუსეთში. მეორე სუნთქვა გაგეხსნება, როცა შეუკვეთავ თევზის ცხელ კერძს СССР, მიირთმევ სოკო "პროლეტალიატს" და ორაგულს "ბრეჟნევურად". ბოლოს შეგიძლია "შევარდნაძის" ჭიქით (თხელი, გამჭვირვალე ჭიქა, რკინის დგამით) დააყოლო, ჩაი "პრივკუსით" (შაქრის ნატეხით, მურაბის წვენით ან თაფლით). კარგია "შევარდნაძის" ჭიქით მირთმეული ჩაი და წყნარი მუსაიფი, თუნდაც დილამდე. გირჩევ მოხვიდე. აქ ოჯახური მყუდრო სიტუაციაა. მოხვალ და აღარ წახვალ.

კარაოკე ბარი სსსრ (CCCP) - კომენტარები

კომენტარები

მსგავსი ორგანიზაციები

- კომენტარები

მსგავსი ობიექტები